left_sabechdi

როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი სწორად

ის, თუ როგორი ფეხსაცმელი გაცვია, ბევრს ყვება შენი სტილის და გემოვნების შესახებ, გამოკვეთს შენს სამოსს და ხაზს უსვამს ინდივიდუალობას.

კარგი და ხარისხიანი ფეხსაცმელი, როგორც წესი მაღალბიუჯეტურია. თუმცა, შევთანხმდეთ, რომ ფეხსაცმელი ის ნივთია, რომელშიც ფულის გადახდა არასდროს უნდა დაგენანოს. რატომ? ეს ის შემთხვევაა, როცა ბიუჯეტი და ხარისხი პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.

ფეხსაცმლის მწარმოებელი, მაღალბიუჯეტური ბრენდები ქმნიან ხარისხიან, კომფორტულ და გამძლე ფეხსაცმელს, რომლებიც იდეალურად ერგება ფეხის ტერფებს და გადაადგილებისას არ იწვევს დისკომფორტს, არ აზიანებს კანს და, მთელი დღის განმავლობაში, განიჭებს მაქსიმალურ ჰარმონიას.

რა ტიპის ფეხსაცმელი არსებობს

ბაზარზე, აბსოლუტურად, ყველა ტიპის ფეხსაცმელია, რაც შეიძლება დაგჭირდეს შენი ცხოვრების წესისთვის, ყოველდღიურობისთვის, მოგზაურობის, დასვენების თუ თავგადასავლებითვის, წვეულებების და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის თუ საქმიანი ურთიერთობებისთვის: ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, სანდლები, ბოტი, ბოტასი, კედი, ოთახის ჩუსტები, ბათინკები, კლასიკური ფეხსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, თოვლის ფეხსაცმელი თუ სხვა.

ქალის ფეხსაცმელი

სწორად შერჩეული ქალის ფეხსაცმელი აუმჯობესებს სხეულის სილუეტს და ანიჭებს მეტ თავდაჯერებულობას.

მამაკაცის ფეხსაცმელი

მამაკაცებისთვის ფეხსაცმელი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ აუცილებლობა. ის კარგად გამოხატავს ინდივიდუალურ სტილს და პიროვნებას.

ბავშვის ფეხსაცმელი

სწორად შერჩეული, ხარისხიანი ფეხსაცმელი გადამწყვეტია შენი ბავშვის კომფორტისა და ფეხის სწორად განვითარებისთვის.

როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი

პირველ რიგში, განსაზღვრე, რა დანიშნულებით აპირებ ფეხსაცმლის ყიდვას: სამსახურისთვის, ყოველდღიური ტანსაცმლისთვის, ვარჯიშისთვის თუ განსაკუთრებული შემთხვევისთვის?

ამის შემდეგ, მთავარი, რაც ფეხსაცმლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო, ფეხსაცმლის მასალაა, უპირატესობა მიაქციე ნატურალურ ტყავს, ბუნებრივ ქსოვილებს და დააკვირდი, რომ ფეხსაცმლის ძირი იყოს ხარისხიანი, არ ცურავდეს, არ იყოს მყიფე ან ზედმეტად უხეში.

წვიმიანი ამინდებისთვის აირჩიე წყალგაუმტარი მასალები, ცხელი სეზონისთვის კი, უპირატესობა მიანიჭე ქსოვილს, რომელიც სუნთქავს და ჰაერს ატარებს.

აირჩიე ფეხსაცმელი, რომელიც კარგად შეესაბამება შენს პერსონალურ სტილს და გარდერობს.

ფეხსაცმელი იაფად

თუ ხარისხიანი ფეხსაცმელი იაფად გინდა რომ შეიძინო, ამისთვის საუკეთესო საშუალება ონლაინ შოპინგია. მაგალითად, თუ შენი რჩეული ბრენდია Adidas, შეგიძლია, მარტივად ეწვიო „ექსტრას“ ვებგვერდს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა. „ექსტრაზე“ ყოველთვის გელოდება ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები. აირჩევ შენთვის სასურველ მოდელს, ზომას და იყიდე ფეხსაცმელი ფასდაკლებით, საუკეთესო ფასად.

ფეხსაცმელი განვადებით

ფეხსაცმელი განვადებით რომ იყიდო, თანამედროვე ცხოვრებაში, დიდი ხანია შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ თანხის ერთიანად გადახდას ვერ ახერხებ, ფეხსაცმლის ონლაინ განვადებით ყიდვა საუკეთესო გამოსავალია. ისევ „ექსტრას“ მაგალითს თუ განვიხილავთ, აქ შეგიძლია აირჩიო 4 ბანკის განვადებიდან შენთვის სასურველი: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ტერა ბანკი“ და „კრედო“. შეავსებ მარტივ ონლაინ განაცხადს, დამტკიცების შემთხვევაში კი კურიერი, შენთვის სასურველ ფეხსაცმელს მოგიტანს სახლში, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ მისამართზე.

ასევე იხილეთ