leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა დავითულიანი: ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს დემოკრატია ქვეყანაში, ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი

„ბიძინა ივანიშვილსაც, „ქართულ ოცნებასაც“ და ნებისმიერ ადამიანსაც, რომელსაც სურს დემოკრატია ქვეყანაში, აღელვებს და ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ქვეყანაში ძლიერი. ოღონდ აქ სხვაობა არის სხვა რამეში, სამოქალაქო საზოგადოებას რას ვეძახით ჩვენ და რას ეძახიან ისინი“, – ასეთია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის შეფასება ოპოზიციის მორიგ კამპანიაზე.

სოციალურ ქსელში გააქტიურდა, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს ჰილარი კლინტონისთვის მიწერილი წერილის თემა, სადაც ივანიშვილი წერდა სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და ასევე, საქართველოს დასავლურ კურსზე.

ბექა დავითულიანის თქმით, ქვეყანას ეს კურსი არ შეუცვლია და საკუთარი ღირებულებების ერთგულია.

“სამოქალაქო საზოგადოება, მისი კლასიკური განმარტებით არის ის, რომელიც თავისი მოქალაქეების უფლებებს იცავს, ლობირებს და ა.შ. ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ და არ ვერჩით ნამდვილად ასეთ ორგანიზაციებს და ასეთ დაჯგუფებებს, არამედ ჩვენ ვერჩით მათ, ვინც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს ხელყოფს და ატარებს ვიღაც სხვების ინტერესებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე იხილეთ