left_sabechdi

სანდრო ბრეგაძე: ბოკერია და ჩერგოლეიშვილი საკუთარი პარტიიდან გააგდეს

„ბოკერია და ჩერგოლეიშვილი საკუთარი პარტიიდან გააგდეს“, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი  სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რომ ვამბობდი, იდიოტია ეგ ბიჭი და ტყუილად გგონიათ ჭკვიანი-თქო, არ მიჯერებდნენ და აგერ შედეგი. ჩერგოს ფსიქიური შეტევა ჰქონია, მამალ გიჟს ჰგავს – ჯერ ოფისში შემოუხევია ტანზე ყველაფერი, შემდეგ ყველაფერი დაულეწავს, პარტიის წევრები ფრჩხილებით დაუკაწრია და ახლა ფსიქიატრთან თუ ფსიქოლოგთან ჰყავთ. ასე იცის ღვთის გმობამ და მართლმადიდებლობასთან ბრძოლამ – ყველა ტროცკისტმა-მებრძოლმა ათეისტმა, ეკლესიების დამგრევმა, პირწავარდნილმა ბოლშევიკმა ფსიქიატრიულში ან გადასახლებაში დაამთავრა – ასე მოუწევს ამათაც“,– წერს ბრეგაძე.
ასევე იხილეთ