leaderboard_below_slide
left_sabechdi

ამირან სალუქვაძე: ძაან “ევროპული საქართველო”, ძაან დემოკრატიულ პრაიმერიზს შეეწირა

“ძაან “ევროპული საქართველო”, ძაან დემოკრატიულ პრაიმერიზს შეეწირა. პარტია დატოვეს ჩვენმა ძაან მაღალევროპულებმა”,– ასე გამოეხმაურა ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ “ევროპული საქართველოს” დატოვებას.
“სანამ კვლევებში 0,1%-ს უწერდნენ, იყვნენ მშვიდად ძაან ერთიანი ძაან “ნაციონალური მოძრაობის” ძაან ნაღები ნაცები. როგორც კი პროცენტნახევარი იგრძნეს, დაჭამეს ერთმანეთი. დღეს ძაან შიდა დემოკრატიული შეხლა-შემოხლის შემდეგ, ვისი ევროპული ვის როიალშია, ვერ გაიგებ. ისე, ამათ რომ ჰკითხო, ძაან მაგრად იგებენ. ჰოდა, ამოდენა ფილარმონია პარტიამ 5-6 კაცი უჩხუბრად ვერ უნდა გაიყვანოს? ან კიდევ, გაგანია ძაან პრაიმერიზის დროს, რა ჰქონდათ საჩხუბარი, ვინც მოიგებდა, ის გავიდოდა?!”,– წერს სალუქვაძე. 
ასევე იხილეთ