leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს, ნაძირალობაც აღარ ჰქვია!

საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკა ყოველგვარ საზღვარს სცდება და არაფერი აქვს საერთო პარტნიორობასთან.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, გააუქმოს სამხედრო წვრთნები, დააფინანსოს ექსტრემიზმი, შეიფაროს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ყოფილი მაღალჩინოსნები, ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე „აგენტოკრატების“ ჩამოშორებით უნდა უპასუხოს.

„95 მილიონად მშვიდობა არ იყიდება! რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს, ნაძირალობაც აღარ ჰქვია! დიპლომატიურ ეტიკეტზეც აღარ არის საუბარი უკვე, ისეთ ამორალურობას მიაღწია იმ ინსინუაციამ, რასაც ვაშინგტონი კადრულობს. წვრთნებს გავაუქმებთ, სამაგიეროდ ექსტრემისტებს გადაგიმზადებთო; ფინანსებს შეგიწყვეტთ, სამაგიეროდ უსამშობლო არასამთავრობოებს მივცემთ გრანტებსო; ლეგიტიმურ ხელისუფლებას დავასანქცირებთ, სამაგიეროდ საერთაშორისო თაღლით კეზერაშვილს და დამნაშავე ადეიშვილს კარს გავუხსნით დასავლეთშიო; კვლევებსაც გაგიყალბებთ და ლეგიტიმაციის პრობლემასაც შეგიქმნით, თუ გვინდაო … მოკლედ, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა „ბიჭიან-ბატონიანად” უნდა აუგოს წესი „აგენტოკრატიას!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე იხილეთ