leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ქართველი ხალხი თავის სამშობლოსა და ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, ან 95 მილიარდად, ძალიან ცდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.

მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი საკუთარ მშვიდობას 95 მილიონ დოლარზე არ გაცვლის.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ქართველი ხალხი თავის სამშობლოსა და ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, ან 95 მილიარდად, ძალიან ცდება.

საკითხავია, ხალხს რა დახმარება ექნება და მათივე NGO–ების ჯიბეში მიდის დიდი ნაწილი აქედან. მაგრამ ამაზეც უარს ეუბნება ქართველ ხალხს, თან მეგობრობას ეფიცება ერთი მხრივ და მეორე მხრივ უარს არ ეუბნება და აფინანსებს იმ რადიკალურ NGO სექტორს და რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ურტყამს ქართულ სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტებს.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ასევე იხილეთ