ერდოღანმა 2 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეწფ თაიფ ერდოღანმა 2 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო.
„იმისათვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა პალესტინის საქმისა და პალესტინელი ძმების მიმართ, 2 აგვისტო გამოცხადდა ეროვნული გლოვის დღედ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის, ისმაილ ჰანიეს მოწამეობრივი სიკვდილის გამო“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.