“დიდი ხანი მოვდიოდი ამ გზაზე, ამ მიზნისკენ, რომ ჯერ ოლიმპიურ თამაშებზე მოვხვედრილიყავი და შემდეგ მედალი გამენაღდებინა, თუმცა აქ მხოლოდ მედლისთვის არ ვარ, ვარ ჩემპიონობისთვის”, – ამის შესახებ მოკრივე ლაშა გურულმა განაცხადა.
„მჯერა და მწამს, რომ შემიძლია ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩემი ოჯახი და მთელი საქართველო გავახარე“, – აღნიშნა გურულმა.