top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის წევრებს, რომ არა მათი მხნეობა, ჩართულობა, ჩვენ ასე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ქვეყნის სადარაჯოზე

“ძალიან სასიამოვნოა პარტიის წევრებთან შეხვედრა, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან ქვეყნისთვის, პარტიის გამარჯვებისთვის, რათა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა იყოს გამარჯვებული,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში განაცხადა.

„ჩვენს აქტიურ წევრებთან, პარტიულ ლიდერებთან, ადგილობრივ ლიდერებთან გვაქვს ხოლმე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც დღეს მოხდა. ძალიან სასიამოვნოა თითოეულ მათგანთან შეხვედრა, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, თავიანთი პარტიის გამარჯვებისთვის, რათა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა იყოს გამარჯვებული. მე თითოეულ მათგანს, მინდა, მადლობა გადავუხადო აქედან, აჭარიდან, რომ არა მათი ასეთი მხნეობა, ჩართულობა, ჩვენ ასე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ