leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: როდესაც ოპონენტები საუბრობენ ემიგრანტებისთვის ონლაინ არჩევნებზე, შეუძლებელია ჩვენ ვენდოთ რომელიღაც ქვეყანას, რომ იქიდან ობიექტურად წამოვა ხმები

“როდესაც ელექტრონულ არჩევნებზე საუბრობენ, ჩვენმა ოპონენტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ გულისხმობს ონლაინ არჩევნებს. ონლაინ არჩევნები არის აბსოლუტურად განსხვავებული რაღაც, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა აერიდება, მათ შორის ტექნოლოგიური დახვეწილობის თვალსაზრისით ჩვენზე განვითარებული ქვეყნები,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩვენ ვიცით რომ ასეულობით ათასი ჩვენი ემიგრანტი ცხოვრობს მათ შორის რუსეთში და ღარ გავაგრძელებ ქვეყნებს. შეუძლებელია ჩვენ ვენდოთ რომელიღაც ქვეყნის ამაში, რომ იქიდან წამოვა ხმები ობიექტურად, განსაკუთრებით ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას. ასეულობით ათასი არაობიექტური ხმა ნიშნავს არჩევნების შედეგების ამოტრიალებას. ბუნებრივია, რომ ამაზე ვერცერთი სახელმწიფო ასე მარტივად ვერ წავა. თან როდესაც ამ ქვეყანაში ემიგრაციის მაჩვენებელი გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გარისკვაზე თეორიაშიც კი არ უნდა იყოს ლაპარაკი და ბუნებრივია ეს ვერც იქნება. მოვუწოდებთ ჩვენს ემიგრანტებს, თუკი მათ აქვთ რაიმე საშუალება იმის, რომ მივიდნენ იმ უბნებში, რომლებიც იხსნება იქ, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობაა ჩვენი ემიგრანტების, მიიღონ მონაწილეობა. მოვუწოდებ მაქსიმალური ჩართულობისკენ ჩვენს მომავალ არჩევნებში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ