ქართველმა მძლეოსანმა ლიკა ხარჩილავამ თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე იასპარეზა. 23 წლის მძლეოსანმა 100-მეტრიანი გარბენის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღო მონაწილეობა და დისტანცია 12,37 წამში დაფარა.
მან მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა ეს შედეგი შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.