leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა სადებიუტო ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა დაასრულა

24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა დაასრულა. მერვედფინალში იგი ფრანგ რომანე დიკოს შეხვდა და ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელ მეტოქესთან ორთაბრძოლა დათმო.

შეგახსენებთ, რომ სოფიო სომხიშვილმა პირველ შეხვედრაში გერმანელ რენე ლუხტს იპონით სძლია.

დღეს ძიუდოში ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდება, 3 აგვისტოს კი შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება და პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიური მედლისთვის ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრები იბრძოლებს, რომლის შემადგენლობაში სოფიო სომხიშვილსაც ვნახავთ.

ასევე იხილეთ