leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლოიდ ოსტინი: ვაშინგტონი შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის წინსვლის გამო

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის წინსვლის გამო.

ოსტინის თქმით, აშშ უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას გააგრძელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ის ფრონტის ხაზზე რუსეთის მნიშვნელოვან პროგრესს არ ელოდება.

„უკრაინელები თავდაცვის გაძლიერებას ცდილობენ. ველოდები, რომ ისინი დროთა განმავლობაში გაძლიერდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ისე, როგორც ეს ნახეთ უკანასკნელ პერიოდში და დახმარების ტემპი გაიზრდება“, – აღნიშნა ოსტინმა.

ასევე იხილეთ