„ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის წასვლას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვაი იმას, ვისაც ამიერიდან ჩერგო თამარას რისხვა დაატყდება გოდორივით თავზე!
*
კაკოიე ბობოხიძე!
გიგიე წერეთელი!
თქვენ ვის უტრაკებთ, ბიჭო, ვის დაახიეთ პარტია, ვინ გააძევეთ პარტიიდან?
ვინა, ბიჭო, ჰილარი კლინტონის დაქალი? ჩავა ეხლა თამარა ამერიკაში, ყველაფერს მოუყვება ჰილარის, ჰილარი მოუყვება თავის ქმარ ბილს, ბილი მოუყვება მაკკეინს… თუმცა მაკკეინი მოკვდა… როცა ბილი გაიგებს, რომ მაკკეინი მოკვდა, გადაურეკავს ობამას, ობამა მოუყვება ჯოს, ჯო დაავალებს ბლინკენს, ბლინკენი დაგარტყამთ კუდუსუნში და ეგრევე გაგაფრენთ ჩელიაბინსკში.
*
კაკოიე, ხვალიდან იგეთ დღეში ჩაგაგდებს ბლინკენი, ხონიც კი სანატრელი გაგიხდება, დაგახლის სანქციას პირდაპირ ფეხებში.
შენ კიდე, გიგიე, წადი, რა, სახლში, არ დაიღალე პარლამენტში ჯდომით? რავი, კაცო, მე ჯერ კიდე წვერ-ულვაში არ ამამსვლოდა, შენ მანდ იჯექი და ერთ ადგილს იფხანდი, თმა გამითეთრდა, ლამის სიბერისკენ გადავდგი ფეხი და ისევ მანდ ზიხარ, ისევ ერთ ადგილს იფხან. წადი, კაცო, ასპარეზი მომავალ თაობას დაუთმე… მაგალითად, გიგას და თამარას.
*
არ დაუთმობთ?
ჰმ… ეტყობა, თქვენ არ იცით, ვინ გადაიკიდეთ!
თამარაა, ბიჭო, ეგა, თამარა, ლაპარაკის დროს ხელებს, ფეხებს, ბრჭყალებსა და გამომეტყველებას ერთდროულად რომ ხმარობს.
იცით, რას გიზამთ?
უიიიი… საკუთარი ხელით დაგაგლეჯინებთ ხორცებსა და ზედ მარილსაც თქვენივე ხელით დაგაყრევინებთ. ერთ-ორ კვირაში ვნახავთ თქვენს ბალანს გაშლილ-გაფანტულს ველადა!
*
მიდი, თამარ, მიდი, არ გაჩერდე, დაჰკა მაგ წუნკლებსა!“ – წერს ზედელაშვილი.