leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა

“არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შემოსაღება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუკი ვინმე ცდილობს, ეს ადამიანი შემოგვასაღოს როგორც მოდერნიზატორი, თანამედროვე ქართული პოზიტიური ისტორიის დამწერი, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს. ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის იმ გულმხურვალე ლობისტებს, რომლებიც ახერხებენ ხოლმე, სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები, რომელიმე რეზოლუციაში და ა.შ., ყველას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ თუკი ვინმე ანტიევროპულ რაღაც მსგავს განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში, ესენი თავად არიან, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურად წარმოიდგენენ. საქართველომ იცის და მისი საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ, რომ ეს იყო მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ღირსების აყრის, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლო და არა მოდერნიზაციის, ტყუილზე აგებული მისი პიარკამპანია აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა.

ევროპარტლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ასევე იხილეთ