leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია Responsible Statecraft-ის სტატიაზე: სწორედ, ასეთი სტატიები არის ჯანსაღი პოლიტიკური განცხადებების დასაწყისი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ამერიკული ონლაინ გამოცემა Responsible Statecraft-ის სტატია შეაფასა. მისი განცხადებით, ამგვარი სტატიები არის ჯანსაღი პოლიტიკური განცხადებების დასაწყისი.

„აბსოლუტურად ყველგან, მათ ქვეყნებშიც არის მოთხოვნა ობიექტურობაზე, სამართლიანობაზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები შეცვლიან ომის რიტორიკას მშვიდობის რიტორიკით და ვიცით, რომ ყველგან არჩევნები მიმდინარეობს, ყველგან წამოვა ჯანსაღი აზრი და ჯანსაღი პოლიტიკური განცხადებები. სწორედ, ასეთი სტატიები, ასეთი კვლევები არის ამ ყველაფრის დასაწყისი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამერიკულმა ონლაინ გამოცემამ Responsible Statecraft გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“.

ასევე იხილეთ