leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზალიკო ბერგერი: ნაცსექტის ბოსების ცოლები თვითმფრინავებსაც იძახებდნენ და ცნობილ მამაკაცებსაც!

„ნაცსექტის ბოსების ცოლები თვითმფრინავებსაც იძახებდნენ და ცნობილ მამაკაცებსაც!” – ამის შესახებ დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის მინისტრების ცოლები მილიონებად ღირებულ მანქანებზე სხედან და მონაკოში კაზინოებში დადიან.

„ამერიკაში მითხრეს, ზელენსკიმ უკრაინაც გაწირა და ერის მომავალიცო. მაგის მინისტრების ცოლები კი მილიონებად ღირებულ მანქანებზე სხედან და მონაკოში კაზინოებში დადიან. ეს კადრები ინტერნეტშიც დევს. ასევე დადიოდნენ ნაცსექტის ბოსების ცოლებიც, იძახებდნენ თვითმფრინავებს და ცნობილ მამაკაცებსაც კი, მასაჟისტებსაც. ხომ გახსოვთ, სოფო ნიჟარაძისთვის ჩამოყვანილი კრის დე ბურგი, ხოაკინ კორტესი, ანდრეა ბოჩელი. მერე ესენი ალაპარაკდნენ ირაკლი ღარიბაშვილის თვითმფრინავით მგზავრობაზე. ღარიბაშვილი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, აბა, რით უნდა გამგზავრებულიყო? გაიხსენონ სააკაშვილის ვოიაჟები“, – განაცხადა ზალიკო ბერგერმა.

ასევე იხილეთ