leaderboard_below_slide
left_sabechdi

კოსტავას N74-ში ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა მერაბ კოსტავას ქუჩის N74-ში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. 930 კვ. მ. ფართობზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

პროექტის ფარგლებში, ასევე ეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, სტრიტ ბოლი,  განათებისა და სარწყავი ქსელები. სამუშაოების დასკვნით ეტაპზე, დაირგვება რულონური ბალახი და  სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

აღნიშნულ ტერიტორიაზებინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამისფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია

პროექტის ჯამური ღირებულება 270 000 ლარია. 

მიმდინარე სამუშაობს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო. 

ასევე იხილეთ
saburtalo2
saburtalo2