„ამ 12 წლის განმავლობაში ქვეყანამ ამოისუნთქა ნაცსექტისგან. აღარ გვინდა მაგათი მუქარების მოსმენა და რაც მთავარია, არ გვინდა ომში ჩათრევა, რისთვისაც ასე გამალებით იბრძვიან”, – ამის შესახებ დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ღირსეული ადამიანები უდგანან სათავეში.
„ძალიან გამიხარდა, როცა „ქართული ოცნებისგან“ პრეზენტაციაზე მიპატიჟება მივიღე. არ ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა მოსულიყო. შესანიშნავი სიტყვა თქვა – საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმავალ გზებსა და მშვიდობაზე ისაუბრა, რომლის გარეშეც ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენელია. სოციალურ ქსელში თავს დამესხნენ – პრეზენტაციაზე რატომ მიხვედიო… არადა, ამ პარტიას ღირსეული ადამიანები უდგანან სათავეში. ჩემი ქვეყნის წინსვლისა და მშვიდობის გარანტები არიან და ამიტომაც მივედი. რამდენიმე წლის წინათ, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენას როცა დავესწარი, მაშინაც გამლანძღეს. მიმაჩნია, რომ თბილისს ყველაზე მაგარი მერი ჰყავს და მე იქ აუცილებლად უნდა მივსულიყავი“, – აღნიშნა ზალიკო ბერგერმა.