ნუცუბიძის N14-ში არსებულ შიდა ეზოში ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის, 665კვ. მ ფართობზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 700 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ელ ენდ ელი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.