„სააკაშვილის განცხადებები არ მაინტერესებს, არაჯანსაღი ფსიქიკა და ფსიქოლოგიური გადახრები აქვს, სამკურნალოა! გარკვეულ პირებს აწყობთ კიდეც მისი მანდ ყოფნა, მოწამის მანტია ჩააცვეს და ქულებს იწერენ, ბელადს გვიკლავენო”, – ამის შესახებ მომღერალმა ზურა მანჯავიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილი და სააკაშვილი ამ ქვეყანაში ვერაფერს შეცვლიან.
„ვერც კეზერაშვილი და ვერც სააკაშვილი ამ ქვეყანაში ვერაფერს შეცვლიან. ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ შეკრებაზე სრულიად გასაგებად ახსნა ამ ქვეყნის მომავლის სვლები. ესენი ხტუნაობით დაიღლებიან და წავლენ, რაც ადრე ლარნაკები და ვაზები ჰქონდათ სასროლი, უკვე ისროლეს. შეიძლება, შეიარაღებული ამბოხი მოიფიქრონ – ეგენი ამაზე ოცნებობენ, მაგრამ დიდ კრახს მიიღებენ, მაგათი დრო 2012 წელს წავიდა და დღესაც პერსპექტივა არ აქვთ. მეცინება, კიდევ რომ ხალხს აგროვებენ და რაღაც შეხვედრებს მართავენ. ხმამაღლა ვამბობ: ეს არის მკვლელების, სადისტების და უსამშობლო ადამიანების ერთობა, რომლებიც გამალებით მიილტვიან ქვეყნის გადასაჩეხად“, – განაცხადა ზურა მანჯავიძემ.