leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება ძალიან მალე გავა შედეგებზე და დამგეგმავები, პოტენციური შემსრულებლები ძალიან მკაცრად დაისჯებიან

„დარწმუნებული ვარ, გამოძიება ძალიან მალე გავა შედეგებზე და დამგეგმავები, პოტენციური შემსრულებლები ძალიან მკაცრად დაისჯებიან”, – ამის შესახებ სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„2022 წლიდან ჩვენ ძალიან კარგად ვხედავდით და ვისმენდით იმ რიტორიკას, გამოთქმებს უკრაინიდან – ჩვენ ჩამოვალთ საქართველოში, ჩვენ მივხედავთ ქვეყანას, გავისეირნებთ აფხაზეთში, ოსეთში და ასე შემდეგ. ასეთი გამონათქვამების უკან რომ იდგეს მზაკვრული ქმედება საკუთარი ქვეყნის მიმართ, მე მათგან საერთოდ არ მიკვირს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ძალიან მალე გავა შედეგებზე და ამის დამგეგმავები და პოტენციური შემსრულებლები ძალიან მკაცრად დაისჯებიან“, – განაცხადა კირცხალიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

ასევე იხილეთ