leaderboard_below_slide
left_sabechdi

გოგა ხაინდრავა: ხაზარაძემ შეიერთა ანა დოლიძე, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ აძლევენ ხმას!

„ხაზარაძემ შეიერთა ანა დოლიძე, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ აძლევენ ხმას”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძე ლენინური სტიპენდიატი და წარჩინებული კომუნისტი იყო, რომელსაც კომპარტიის ბილეთი დღესაც ლეიბის ქვეშ აქვს შენახული.

„წარმოიდგინეთ, რამხელა კრახს განიცდის ამერიკის პოლიტიკა და რამხელა სიბეცე სჭირს ამერიკის ადმინისტრაციას, როცა ქართულ პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძის, სალომე ზურაბიშვილის, სალომე სამადაშვილის, ლიაკა ხოშტარიას, ნიკა გვარამიასა და მსგავსი უსამშობლო მანქურთების გარდა დასაყრდენი არ ჰყავს! ახლა ხაზარაძემ შეიერთა ანა დოლიძე, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ აძლევენ ხმას და გუშინ შექმნილი გაუგებარი პარტია „თავისუფლების მოედანი“, რომელსაც თავისი იდეოლოგიისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, სახელად „ლენინის მოედანი“ უფრო შეეფერება. ხაზარაძეც ხომ ლენინური სტიპენდიატი და წარჩინებული კომუნისტი იყო, რომელსაც კომპარტიის ბილეთი დღესაც ლეიბის ქვეშ აქვს შენახული – რა იცი, იქნებ, კომუნისტები მობრუნდნენ, წითელი დროშით ხელში დახვდება!“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ასევე იხილეთ