„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელი მზად არის, შორს წავიდეს და დაარტყას მათ, ვინც ქვეყანას ზიანს აყენებს
ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის, შორს წავიდეს და დაარტყას მათ, ვინც ქვეყანას ზიანს აყენებს.
„ისინი, ვინც თავს ესხმიან ისრაელის მოქალაქეებს, ვინც თავს ესხმიან ისრაელის სახელმწიფოს… ჩვენ მზად ვართ, შორს წავიდეთ, ვიცით, როგორ მოვიპოვოთ ძალიან ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია. დავარტყით ბეირუთს და ვურტყამთ ღაზას, ძალიან ძლიერები ვიქნებით თავდაცვაში და ასევე ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, – აღნიშნა ჰერცი ჰალევიმ.