„ხაზარაძე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთს და თვითონვე განაცხადა, პირველი მილიონი რუსეთში ვიშოვეო”, – ამის შესახებ დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
როგორც ბერგერი აღნიშნავს, დოლიძემ არ იცის, ხაზარაძე ხალხს რამხელა დარიცხული პროცენტებით ავიწროებდა და ცხოვრებას უმწარებდა?
„ხაზარაძე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთს და თვითონვე განაცხადა, პირველი მილიონი რუსეთში ვიშოვეო… ახლა მაგასთან გაერთიანდა ანა დოლიძე და ხალხს ერთად „დააბოლებენ“. დოლიძემ არ იცის, ხაზარაძე ხალხს რამხელა დარიცხული პროცენტებით ავიწროებდა და ცხოვრებას უმწარებდა? ვინ ჰპირდება საქართველოს წინსვლას, ნიკა მელია ან ზურა-გირჩი? თავიანთი ლიდერების მონდომებით აქ რომ ბომბდამშენმა გადაიფრინოს, საქართველო ჩამოგვენგრევა თავზე, როგორც კიევს უშველა დასავლეთმა, ისე გვიშველიან ჩვენ!“ – აღნიშნა ზალიკო ბერგერმა.