„საქართველოში სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს. ციხეში რამდენი წელიც არ უნდა იჯდეს, ისეთი გამოვა, როგორიც ახლაა”, – ამის შესახებ დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის პარტია ახლა თინა ბოკუჩავასა და სოფო ჯაფარიძის ამარა დარჩა.
„ვითომ კვდებოდა, არადა, მაგას რა მოკლავს, ისეთ „ხოდზეა“. მითხრეს, უკრაინაში როცა ჩავიდა, ჩააცვეს და დაახურეს. მერე იქაურების ერთმანეთთან გადაკიდება დაიწყო და პრეზიდენტობა მოინდომაო. დარჩა ახლა ამის პარტია თინა ბოკუჩავასა და შავგვრემანი სოფო ჯაფარიძის ამარა, აღარც ხაბეიშვილი ჩანს, გვარამია და მელიაც გაექცა. კეზერაშვილს უთქვამს, მთავარი ჯაფარიძე უნდა იყოსო და ვნახავთ, ვინ იქნება ეს მთავარი“, – აღნიშნა ზალიკო ბერგერმა.