leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამაკაცთა შორის ჩოგბურთში ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ჯოკოვიჩი და ალკარასი იბრძოლებენ

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის ჩოგბურთის ტურნირის ფინალისტები ცნობილი გახდა. როლან გაროსის კორტებზე ოქროს მედლისთვის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდება.

ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში იტალიელი ლორენცო მუზეტი ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა, რის შედეგადაც დიდი სლემის ტურნირების 24-გზის ჩემპიონი ოლიმპიადის ფინალში პირველად გავიდა.

რაც შეეხება კარლოს ალკარასს, თავისი შეხვედრა ესპანელმაც ორ სეტში მოიგო, მან კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმეს 6:1, 6:1 სძლია.

ჯოკოვიჩმა და ალკარასმა ბოლოს ერთმანეთის წინააღმდეგ ივლისში, უიმბლდონის ფინალში ითამაშეს. ესპანელმა მეტოქე დამაჯერებლად, სამ სეტში დაამარცხა.

მამაკაცთა შორის ოლიმპიადის ფინალი 4 აგვისტოსაა დაგეგმილი. მანამდე, 3 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის მუზეტი ოჟე-ალიასიმეს შეხვდება.

ასევე იხილეთ