აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ასაკზე საუბრისას აღნიშნა, რომ 81 წლის პრეზიდენტი „მოხუცი არ არის.“
პენსილვანიის შტატში 90-წუთიანი სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა გაიხსენა თებერვლის თვეში გამოცემული ანგარიში, რომელიც ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების არასწორად გამოყენებას ეხებოდა, მოხსენებაში კი სპეცპროკურორმა რობერტ ჰურმა ჯო ბაიდენი დაახასიათა „კეთილი ზრახვების მქონე ხანდაზმულ ადამიანად, რომელსაც ცუდი მეხსიერება აქვს.“
„სპეციალურმა პროკურორმა შეაფასა ის, როგორც ფსიქიკურად არაკომპეტენტური ცუდი მეხსიერებით, მაგრამ კარგი მოხუცი. ის არ არის მოხუცი. 81 წელი არ არის მოხუცებული ასაკი. მყავს მეგობრები, რომლებიც არიან 95 წლის“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ ბაიდენი „ცუდი 81 წლის კაცია“, რომელიც „ანადგურებს ქვეყანას“.