leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე: ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის გარანტი, ეს ყველამ კარგად იცის

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.

იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილია.

„წელიწადნახევრის-ერთი წლის წინ ჩვენ ვნახეთ პირდაპირ მუქარები უკრაინაში მებრძოლი ქართველებისგან, უკრაინის ხელისუფლებისგან. რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ ტერაქტი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, რამდენიმე თვის წინ სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა, მკვლელობის მცდელობა; მუქარა პრემიერ ირაკლი კობახიძის სატელეფონო ზართან დაკავშირებით და ასე შემდეგ.

ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის გარანტი, ეს ყველამ კარგად იცის. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის საფრთხე, რაზეც საუბარი იყო, რომ საქმე აღძრულია ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

ასევე იხილეთ