leaderboard_below_slide
left_sabechdi

მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება

მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება.

მთავრობის მეთაურმა დღეს ინვესტორებთან ერთად რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არის ასევე მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე არის შესაძლებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად. ვფიქრობთ ასევე უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტების დაგეგმარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებაზე და უფრო კონკრეტულად რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ