leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: წარმატებული ქართველი ფერმერების გამოფენა-გაყიდვის ფონზე, “ნაცების” ცნობილი აქტივისტი მოგვადგა და მათი ჩვეული ტაქტიკის ფარგლებში სკანდირებდა იმას, რითაც კარგად იყო ცნობილი აქციების პერიოდიდან

“ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა გაშუქდეს ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ უნდა დავინახოთ, ვის და ვის შორის გვაქვს არჩევანი 26 ოქტომბერს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოფენაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც მას რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი დაუპირისპირდა.

„იმის ფონზე, როდესაც წარმატებული ქართველი ფერმერების გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა, „ნაცების“ ცნობილი აქტივისტი მოგვადგა და მათი ჩვეული ტაქტიკის ფარგლებში იღებდა რაღაც უაზრობების ძახილს და სკანდირებდა იმას, რითაც კარგად იყო ცნობილი აქციების პერიოდიდან. ეს არის პირდაპირ ზიზღის და აგრესიისკენ მიმართული, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვიონ, არ მისცენ ადამიანებს ნორმალურად ცხოვრების საშუალება. ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა გაშუქდეს ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ უნდა დავინახოთ, ვის და ვის შორის გვაქვს არჩევანი 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა წილოსანმა.

ასევე იხილეთ