leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე “დემოკრატიის ფესტივალზე”: საქართველოში დემოკრატია დააბრუნა “ქართულმა ოცნებამ” და ფესტივალებს რადიკალური ოპოზიცია აწყობს

“ის ფაქტი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ატარებს „დემოკრატიის ფესტივალს“, აჩვენებს, სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა. საქართველოში დემოკრატია დააბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და ფესტივალებს აწყობს რადიკალური ოპოზიცია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკას“ „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თელავში იმართება.

„ეს ღონისძიება თავის თავად კითხვის ნიშნებს წარმოშობს, რადგან წინასაარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, დაწყებულია. ამ ფონზე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ფულით, გრანტით ხდება ოპოზიციის კამპანიური ხასიათის ღონისძიების დაფინანსება, ეს წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ეს არის პირდაპირ საარჩევნო კამპანიისთვის შეწირული ფული. მაგრამ კანონი კრძალავს საზღვარგარეთიდან მიღებული ფულის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

ასევე იხილეთ