leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ფულით ხდება ოპოზიციის კამპანიური ხასიათის ღონისძიების დაფინანსება, ეს წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიისთვის შეწირული ფული

“როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ფულით, გრანტით ხდება ოპოზიციის კამპანიური ხასიათის ღონისძიების დაფინანსება, ეს წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ეს არის პირდაპირ საარჩევნო კამპანიისთვის შეწირული ფული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“„დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თელავში იმართება.

არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ეს ღონისძიება თავის თავად კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგან წინასაარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, დაწყებულია.

„კანონი კრძალავს საზღვარგარეთიდან მიღებული ფულის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

ასევე იხილეთ