leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: ჩამოშლილები არიან, ამიტომ უწევთ არა პრინციპებისა და ლიდერის გარშემო გაერთიანება, არამედ ნაცრისფერი ჯგუფის ან ჯგუფების შექმნა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეს ოპოზიცია ჩამოშლილია. მისივე თქმით, მთელი საზოგადოება ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ ლოგიკას აცდენილია.

„ეს ოპოზიცია რომ პოლიტიკურ ლოგიკას აცილებულია, ამაში მთელი საზოგადოება დარწმუნდა. რეგიონში არის უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევები და ეს ხალხი ამბობს: მოდით და ჩვენი ქვეყანა ჩავრთოთ ამ ყველაფერშიო. ტრადიციები ამათ არ უნდათ, არ უნდათ ეკონომიკა განვითარდეს, არჩევნების შედეგები და დემოკრატიული არჩევნები არ უნდათ, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების გაშავებაში ფულს იხდიან. მთელი განვითარებული მსოფლიო ფულს ხარჯავს იმაში, რომ თავის ქვეყანას რეკლამირება გაუკეთოს და ესენი ფულს იხდიან პირიქით. ასეთი არათანმიმდევრული ოპოზიცია გვყავს და ამას ხალხი ხედავს. ისინი ჩამოშლილები არიან, ამიტომ უწევთ არა პრინციპებისა და ლიდერის გარშემო გაერთიანება, არამედ ნაცრისფერი ჯგუფის ან ჯგუფების შექმნა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ