leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: საოცარი კარმა აქვთ – ყველაფერი, რაც უსურვეს ქვეყანას და ხელისუფლებას, თვითონ დაემართათ

“საოცარი კარმა აქვთ – ყველაფერი, რაც უსურვეს ქვეყანას და ხელისუფლებას, თვითონ დაემართათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ “ქრონიკაში” ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

“საოცარი კარმა აქვთ – რაც უსურვეს ქვეყანას და ხელისუფლებას, ყველაფერი თვითონ დაემართათ. ერთხელ მოითხოვეს ხელისუფლების გადაყენება, გადააყენეს თავისი თავმჯდომარე, მეორეჯერ მოითხოვეს, გადააყენეს ისევ თავისი თავმჯდომარე. არ შევალთო პარლამენტში, შევიდნენ. არ გამოვალთო – გამოვიდნენ. ვინც იქ (პარლამენტში) დაჯდეს, ავეჯი გახდესო, შევიდნენ, დასხდნენ და ის ავეჯიც ცარიელი იდგა, მაგათი სკამები კი ნახა საზოგადოებამ ამ სესიებზე. არჩევნები არც ციფრებია და არც ფერები, ეს არის ნდობა. ელემენტარული ნდობა ხომ უნდა გაგაჩნდეს და ეს ელემენტარული ნდობა საიდან წარმოიშობა?! ამ ხალხს (ოპოზიციას) ჰგონია, რომ პოლიტიკა ნდობა კი არ არის, პირიქით, რაც უფრო მაგრად და მოხერხებულად მოატყუებენ საზოგადოებას. არ არის ეს საზოგადოება მაგათი მოსატყუებელი”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ