leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: მინდა ჩვენი მოქალაქეები, პარტნიორები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ საქართველოს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს თავისი მეგობრების წინააღმდეგ

“მინდა ჩვენი მოქალაქეები და პარტნიორები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, საქართველოს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს თავისი მეგობრების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ თავს არავის დავუხრით და უსამართლობას არავის გავუტარებთ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ დღეს ვიღაც პოლიტიკოსები შეიძლება, სათავისოდ ფიქრობენ, შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებით ფიქრობენ და შეიძლება, ძალიანაც არ მოსწონთ „ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები, რადგან მათი რეცეპტებითა და მათი თითის დაქნევით ეს ქვეყანა არ ცხოვრობს. სწორედ, ასეთი ქვეყანა უნდათ ჩვენს ნამდვილ მეგობრებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ნამდვილ მეგობრებს უნდათ ძლიერი, უსაფრთხო, ეკონომიკურად შეძლებული ქვეყანა, რომელსაც აქვს მეგობრობის თავი და არა წაქცეული, განადგურებული და ცესკოს ღობეზე შემხტარი ოპოზიციით ქვეყანა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ