leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლერი ხაბელოვი: მოჭიდავეები იწყებენ ასპარეზობას, 7 სპორტსმენი გვყავს, იმედიანად ვარ, რომ რამდენიმე მედალს ავიღებთ და ძალოსნობით დავაგვირგვინებთ

“მოჭიდავეები იწყებენ ასპარეზობას, 7 სპორტსმენი გვყავს, იმედიანად ვარ, რომ რამდენიმე მედალს ავიღებთ და ძალოსნობით დავაგვირგვინებთ”, – ამის შესახებ სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა „ქრონიკასთან“ პარიზის ოლიმპიადაზე საუბრისას განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა კარგი შანსი საქართველოს, რომ დევიზი, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე აქვს – უკეთ, ვიდრე ტოკიოში, ეს გაამართლოს.

„თუშიშვილი, რა თქმა უნდა, სამედლო იყო და მედალს აიღებდა. კრივში, ფაქტობრივად, მესამე ადგილი გვაქვს მოპოვებული. ლაშა გურული კუბელ სპორტსმენს ხვდება და მოგების შემდეგ გადაინაცვლებს ფინალისკენ. წარმატებები ვუსურვოთ ლაშა გურულს. მოჭიდავეები იწყებენ ასპარეზობას, 7 სპორტსმენი გვყავს და იმედიანად ვარ, რომ რამდენიმე მედალს ავიღებთ და ძალოსნობით დავაგვირგვინებთ. იმედია, რომ ჩვენს ხალხს გავახარებთ ოლიმპიური თამაშებით და ეს დევიზი – უკეთ, ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნაწილობრივ შესრულდება“, – აღნიშნა ხაბელოვმა.

ასევე იხილეთ