„ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთზე ლიბანის ტერიტორიიდან მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც The Times of Israel წერს, გალილეის თავზე ისრაელის თავდაცვის სისტემის – „რკინის გუმბათის” მიერ რაკეტების ჩამოგდების შემთხვევები დაფიქსირდა.
განეიტრალებული რაკეტების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, მედიის ცნობით, მათი რიცხვი 30-დან 50-მდე მერყეობს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ბეით-ჰილელის რაიონში, რამდენიმე კი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა. აქვე აღნიშნავენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საპასუხოდ „ცახალმა“ „ჰეზბოლას“ იმ პუნქტს დაარტყა, რომლიდანაც რაკეტები იყო გაშვებული.