leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ და დიდი ბრიტანეთი მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ლიბანი

აშშ და დიდი ბრიტანეთი მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ლიბანი. შესაბამისი განცხადება ორი ქვეყნის საელჩომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე გააკეთა.

ბეირუთში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ურჩევს მოქალაქეებს, ლიბანის ტერიტორია დატოვონ, ვიდრე კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად გაუარესდეს.

ანალოგიური განცხადება გაავრცელა აშშ-ის დიპლომატიურმა უწყებამაც, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღესვე დაჯავშნონ ნებისმიერი მიმართულებით ხელმისაწვდომი ავიაბილეთი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ლიბანში დიპლომატების დამატებით რაოდენობას გააგზავნის, რათა საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება მოახდინოს. ბრიტანელი სამხედროები კი რეგიონში დისლოკაციის პროცესში არიან.

მანამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი ისრაელში ჩავიდა და დაძაბულობის განმუხტვის მოწოდებით გამოვიდა.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაცია თეირანში – „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს, ხოლო ბეორუთში მოძრაობა „ჰეზბოლს“ მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობებს უკავშირდება. საპასუხოდ, ირანის ხელისუფლება და მოძრაობა „ჰეზბოლა“ ისრაელს შურისძიებით დაემუქრნენ.

ასევე იხილეთ