leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: როგორ აუხსნიან მოქალაქეებს იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო დაადანაშაულა, თავად კი საკუთარ ქვეყანას მილიარდნახევარს ედავებოდნენ

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ამომრჩევლისთვის თავიანთი მოღალატეობრივი პოლიტიკის ახსნა გაუჭირდებათ. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს კიდევ ერთი სიგნალია იმ ხალხისგან, ვინც ითხოვს ხელისუფლების ჩაბარებას. ხელისუფლება კი არა, ელემენტარული პასუხისმგებლობის აღებაც გაუჭირდათ, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე გააკეთონ გულწრფელი და სამართლიანი შეფასებები. მათ საქმე წააგეს და დაეკისრათ 650 მილიონის გადახდა მაშინ, როდესაც მილიარდ-ნახევარს სთხოვდნენ თავის ქვეყანას და სთხოვდნენ იმის გამო, რომ თვითონ ვერ განახორციელეს ეს ისტორიული პროექტი.

ახლა როგორ მივლენ მოქალაქეებთან არჩევნებზე და როგორ აუხსნიან იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და ჯარისკაცები დაადანაშაულეს და ახლა თვითონ ის პოლიტიკური ლიდერები გახდნენ, რომლებიც თავის ქვეყანას ედავებოდნენ მილიარდნახევარს“, – აცხადებს თალაკვაძე.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

ასევე იხილეთ