leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ლეგენდარულმა სერბმა ესპანელ კარლოს ალკარასს ორ სეტში, 7:6, 7:6 მოუგო.

ფინალი ძალიან დრამატული და სანახაობრივი გამოვიდა, მატჩის განმავლობაში არცერთი ბრეიქი არ შესრულებულა და სერბმა მეტოქეს ტაიბრეიქზე ორჯერ აჯობა.

პირველი სეტის ტაიბრეიქი 7:3 დასრულდა, ხოლო მეორე სეტის მე-13 გეიმში ჯოკოვიჩმა მეტოქეს 7:2 მოუგო.

შედეგად, 37 წლის სერბი ჩოგბურთელი თავის კარიერაში ოლიმპიური ჩემპიონი პირველად გახდა. მას 2008 წელს ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული.

ასევე იხილეთ