leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ბარსელონა“ ოლმოს სანაცვლოდ 60 მილიონს იხდის

„ბარსელონა“ ახალ წინადადებას ამზადებს „ლაიპციგისთვის“, რათა ამ გუნდიდან გამოისყიდოს 26 წლის შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა ჟურნალისტმა ფერან მარტინესმა.

წყაროს ცნობით, კატალონური კლუბი გერმანულ მხარეს 60 მილიონ ევროს სთავაზობს. ამასთან, „ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ 47 მილიონს ფიქსირებულ თანხად გადაიხდის, კიდევ 13 მილიონს კი ბონუსების სახით (3 მილიონი – ჩატარებული მატჩებისთვის, 10 მილიონი – მოპოვებული ტიტულებისთვის).

გასულ სეზონში დანი ოლმომ 32 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე იხილეთ