რიში სუნაკი: ძალადობას არანაირი კავშირი არ აქვს საუთპორტში მომხდართან, პოლიციას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, რომ სწრაფად გაუმკლავდეს ამ კრიმინალებს
დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სუნაკის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენები არის ძალადობრივი და კრიმინალური სახის, რასაც მათ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს.
„ძალადობას არანაირი კავშირი არ აქვს საუთპორტში მომხდართან. პოლიციას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, რომ სწრაფად გაუმკლავდეს ამ კრიმინალებს“, – წერს სუნაკი.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში მიგრანტების საწინაააღმდეგო აქციები იმართება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივლისს საუთპორტში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო. კიდევ რვა ბავშვი დაშავდა. ბოროტმოქმედი 17 წლის კარდიფში დაბადებული ახალგაზრდაა, რომელიც წარმომავლობით რუანდიდანაა. მომხდარის შემდეგ დიდი ბრიტანეთის არაერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო.