უსაფრთხოების ზამთრის სკოლას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112”-ის დირექტორი გიორგი არსოშვილი ესტუმრა.
სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი არსოშვილმა მსმენელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობა და გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო.
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ფუნქციონირებასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე, რამაც სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.