„ყველა ბრიტანელმა უნდა დატოვოს ლიბანი ახლავე“ – ბრიტანეთმა ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების წევრების ევაკუაცია დაიწყო
დიდმა ბრიტანეთმა ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების წევრების ევაკუაცია დაიწყო.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ლიბანში უსაფრთხოების უკიდურესად არასტაბილური სიტუაციით. ჩვენ, ასევე, დროებით გავიყვანეთ იმ ოფიციალური პირების ოჯახები, რომლებიც მუშაობენ ბრიტანეთის საელჩოში, ბეირუთში.
ყველა ბრიტანელმა უნდა დატოვოს ლიბანი ახლავე, ვიდრე კომერციული მარშრუტები ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რეგიონში დამატებითი საკონსულო ოფიციალური პირები, სასაზღვრო ძალები და სამხედრო პერსონალი იქნა განლაგებული.