leaderboard_below_slide
left_sabechdi

ედიშერ გვენეტაძე: გიორგი ვაშაძე „ჭიჭიკო“ და „კიკუა“, რადგან ფულის გარეშე არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს!

„გიორგი ვაშაძე „ჭიჭიკო“ და „კიკუა“, რადგან ფულის გარეშე არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს!” – ამის შესახებ ექსპერტმა ედიშერ გვენეტაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

მისი თქმით, ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი იყო, როდესაც 2012 წელს უამრავი ყალბი პირადობის მოწმობა დაბეჭდა.

„ამ სამარცხვინო კაცს, გიორგი ვაშაძეს დიდი ხანია, რაც „ჭიჭიკო ვაშაძეს“ ვეძახი. ჩემს ახალგაზრდობაში სახელმწიფო ტაქსები ხალხს არ ჰყოფნიდა, ამიტომ, როცა ტაქსი დაგვჭირდებოდა, ისეთ კერძო მძღოლს გავაჩერებდით, რომელიც „ტაქსაობდა“. ასეთ მძღოლებს ჭიჭიკოებს ვეძახდით, რადგან ვინც ფულს გადაუხდიდა, იმისი იყო. გიორგი ვაშაძე სწორედ „ჭიჭიკო“ და „კიკუა“, რადგან ფულის გარეშე არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს! ჭიჭიკო ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი იყო, როდესაც 2012 წელს უამრავი ყალბი პირადობის მოწმობა დაბეჭდა, მაგრამ მისმა მფარველმა მამებმა „ქართულ ოცნებას“ არ დააჭერინეს, რადგან სამომავლოდ მისი გამოყენება სურდათ. ყოველდღე ვხედავთ, რომ ამ სამარცხვინო კაცს მართლაც იყენებენ… მეტი გამოყენება რაღა გინდა, როცა ამერიკაში ჩაიყვანეს, მერე თბილისში ჩამოიყვანეს და ათქმევინეს – ამერიკაში გადაწყვეტილია, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო! აი, საერთაშორისო იმპერიალიზმისა და გლობალური ომის პარტიის ტიპური აგენტი!“ – აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

ასევე იხილეთ