საბურთალოს რაიონში ლიფტების განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჯერად, 3 ლიფტი ვიქტორ დოლიძის ქ. N2-სა და დემეტრე თავდადებულის ქ. N16-ში რეაბილიტირდა.
აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად ხორციელდება განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით.
სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 188 ლარი გამოიყო.