leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: მოვუწოდებ ყველა მსხვილ და დესტრუქციულ არასამთავრობო ორგანიზაციას – ისინიც დარეგისტრირდნენ რეესტრში

„მოვუწოდებ იმ ყველა მსხვილ და დესტრუქციულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაკავებულები არიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ე.წ. დაბულინგებით, რომ ისინიც დარეგისტრირდნენ რეესტრში”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვნახავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული რაოდენობა აუცილებლად დარეგისტრირდება რეესტრში. მოვუწოდებ იმ ყველა მსხვილ და დესტრუქციულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაკავებულები არიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ე.წ. დაბულინგებით, რომ ისინიც დარეგისტრირდნენ რეესტრში. კანონმდებლობა ძალიან მარტივ და პრიმიტიულ რაღაცას ითხოვს, რომ მათი ფინანსები და მათ მიერ დახარჯული თანხები იყოს გამჭვირვალე“, – აღნიშნა ბითაძემ.

ასევე იხილეთ