ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მეორიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო 90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური პირველ პოზიციაზე დარჩა.
რაც შეეხება 100კგ წონით კატეგორიას, მეორე ადგილს იკავებს ილია სულამანიძე, ხოლო 60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო რეიტინგის მესამე ადგილოსანია.
შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ასპარეზობა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა ლაშა ბექაურმა, ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე.