უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთაქვეყანაში „ეფესბეს“ ქსელის საქმიანობა, რომელიც რუსეთს ინფორმაციას აწვდიდა უკრაინაზე თავდასხმების მოსამზადებლად.
სპეცოპერაციის ფარგლებში, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ცხრა ადამიანი დააკავეს.
ისინი ეჭვმიტანილნი არიან საომარი მდგომარეობის პირობებში ჩადენილ სახელმწიფო ღალატში.
დაკავებულებს უვადო პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა ემუქრებათ.